ლევერკუზენმა ახალგაზრდა მეკარე შეიძინა

“ლევერკუზენმა” გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების მეკარე, ლენარ გრილი შეიძინა. კლუბმა ტრანსფერი ოთხშაბათს ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც ცნობილია, 21 წლის ფეხბურთელი “ლევერკუზენს” მომდევნო სეზონიდან შეუერთდება. გრილმა, რომელიც გერმანიის მე-3 ლიგის “კაიზერსლაუტერნის” რიგებში გამოდის, “ბაიერთან” კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა.

“ლენარით ჩვენ მივიღეთ უაღრესად ნიჭიერი და საინტერესო ფეხბურთელი. ეს არის ტრანსფერი დიდი პოტენციალით და ვალდებულება, დიდი პერსპექტივით. ლენარს აქვს განვითარების დიდი შესაძლებლობა. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ მისი დარწმუნება მოვახერხეთ,” – განაცხადა “ლევერკუზენის” სპორტულმა დირექტორმა, საიმონ როლფსმა.

 

ლევერკუზენმა ახალგაზრდა მეკარე შეიძინა

სტატიის ავტორი
-