ლიდსი სტადიონზე შეჭრილი ბავშვების მშობლებს მატჩზე დასწრებას 1 წლით აუკრძალავს

“ლიდს იუნაიტედი” სტადიონზე გულშემატკივრის შეჭრის პრობლემის გადაჭრას მკაცრად შეეცდება.

ინგლისური გუნდის ოფიციალური გუნდის თანახმად, საშინაო მატჩებზე დასწრება 1 წლით აეკრძალებათ იმ ბავშვების მშობლებს/მეურვეებს, რომელთა შვილებიც სტადიონზე შეიჭრებიან.

“მოედანი წითელი ზონაა და ნულოვანი ტოლერანტობა გვექნება იმ გულშემატკივრის მიმართ, რომლებიც წესებს დაარღვევენ.

ელანდ როუდზე ფანები დიდებულ ატმოსფეროს ქმნიან, მაგრამ ფეხბურთელების რისკის ქვეშ დაყენებას არ შევეგუებით,” – წერია “ლიდსის” განცხადებაში.

ლიდსი სტადიონზე შეჭრილი ბავშვების მშობლებს მატჩზე დასწრებას 1 წლით აუკრძალავს

სტატიის ავტორი
-