ლიონელ მესი კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა

გუშინ ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩში “ბარსელონამ” და  “ვილიარეალმა” ბრწყინვალე სანახაობა შემოგვთავაზეს, მატჩი ფრედ 4:4 დასრულდა, “ბარსამ” კი მატჩის მობრუნება ბოლო წუთებზე გატანილი 2 გოლით შეძლო. ამ ორი გოლიდან ერთ-ერთი შესანიშნავად შესრულებული საჯარიმო დარტყმით ლიონელ მესიმ გაიტანა, რომელიც შეხვედრაში 61-ე წუთზე კოუტინიოს მაგივრად გამოჩნდა. აღსანიშნავია რომ ამ გოლით “უცხოპლანეტელი” კრიშტიანუ რონალდუს ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით გაუთანაბრდა. მსოფლიო ფეხბურთის ორივე ვარსკვლავს 414 გოლი აქვს გატანილი.

“რა თქმა უნდა არსებობს მესიზე დამოკიდებულება, იმიტომ რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა” – განაცხადა ერნესტო ვალვერდემ მატჩის შემდეგ.

ლიონელ მესი კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა

სტატიის ავტორი
-