ლიონელ მესის მორიგი ინდივიდუალური პრიზი გადაეცა

“ბარსელონას” არგენტინელმა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ El Mundo Deportivo-სგან MVP-ის ჯილდო მიიღო.

ესპანურმა გაზეთმა მესი “ლა ლიგის” გასული, 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და დააჯილდოვა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” კაპიტანი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც აღნიშნული პრიზი მიიღო. Mundo Deportivo-ს გადაწყვეტილებით, ისინი სეზონის MVP-ს ყოველ წელს დაასახელებენ.

2017-18 წლების “ლა ლიგაში” მესიმ 32 ბურთი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემას მიითვალა. “ბლაუგრანა” კი ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

ლიონელ მესის მორიგი ინდივიდუალური პრიზი გადაეცა

სტატიის ავტორი
-