ლიონელ მესის ტრავმის შემდგომი პირველი ფოტოები გავრცელდა

“ბარსელონას” კაპიტანი, ლიონელ მესი ტრავმის შემდეგ პირველად დააფიქსირეს.

არგენტინელ ფეხბურთელს დაზიანებული ხელი შეხვეული აქვს. მესიმ ტრავმა შაბათს, 20 ოქტომბერს “სევილიასთან” შეხვედრაში მიიღო და ის მოედნიდან გაიყვანეს. შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი “ბარსელონას” 3 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

ლიონელ მესი ოთხშაბათს, “ინტერთან” შეხვედრას და კვირას, 28 ოქტომბერს გასამართ “ელ კლასიკოს” გამოტოვებს.

ინტერნეტში მესის რენტგენის ფოტოც გავრცელდა.

ლიონელ მესის ტრავმის შემდგომი პირველი ფოტოები გავრცელდა 1

ლიონელ მესის ტრავმის შემდგომი პირველი ფოტოები გავრცელდა

სტატიის ავტორი
-