ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ლივერპულის ერთ-ერთი ძირითადი ბირთვი – ჯორდან ჰენდერსონი ტრავმის გამო 2 თვე ვერ ითამაშებს.
Breaking: Liverpool captain Jordan Henderson has undergone a successful operation on an adductor injury.
The club have not given a timetable for his return, but have ruled him out until April at the earliest. pic.twitter.com/nv1epMD4Rf
— B/R Football (@brfootball) February 26, 2021
ჰენდერსონმა ტრავმა, პრემიერ ლიგის 25-ე ტურში, მერსესაიდულ დერბიში მიიღო, რის გამოც მან მოედანი ნაადრევად, 30-ე წუთზე დატოვა და მის მაგივრად მოედანზე ნათანიელ ფილიპსი შემოვიდა.
ამ ტრავმის გამო მას ოპერაციის გაკეთება მოუწია. როგორც Bleacher Reports-ი უწყება, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა “ლივერპულმა” დაადასტურა, რომ მინიმუმ აპრილამდე მისი მოედანზე დაბრუნება შეუძლებელი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰენდერსონი პრემიერ ლიგის რამდენიმე მატჩსა და სანაკრებო შეკრებას გამოტოვებს.