ლობჯანიძე და კანკავა ყაზახეთის ტურის სიმბოლურ გუნდში

უმნიშვნელოვანეს სანაკრებო პაუზამდე ყაზახეთის ჩემპიონატში ორი ქართველი ფეხბურთელი გამოარჩიეს.

sports.kz-ის თანახმად, “ჯვაროსნების” ფეხბურთელები ჯაბა კანკავა (ტობოლი) და ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი) მე-18 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ.

“ჯაბა კანკავამ მოედნის ცენტრში კვლავ დიდებულად ითამაშა და მეტოქის შეტევების ყველა მცდელობა მალევე ჩაახშო. ის ცდილობდა, რომ გუნდს ყველგან დახმარებოდა,”- წერს გამოცემა.

აქვე გეტყვით, რომ ლობჯანიძემ ბოლო ტურში “ქაირათის” კარშიც გაიტანა. ქართველ ფორვარდს სეზონში 8 გოლი დაუგროვდა, ყაზახური მედია კი ელგუჯას თამაშს ასე აფასებს.

“მან გააკეთა ყველაფერი, რაც ფორვარდისთვის აუცილებელია. იბრძოდა, ურტყამდა, ქმნიდა მომენტებს და საბოლოოდ გაიტანა კიდეც.”

ლობჯანიძე და კანკავა ყაზახეთის ტურის სიმბოლურ გუნდში 1

ლობჯანიძე და კანკავა ყაზახეთის ტურის სიმბოლურ გუნდში

სტატიის ავტორი
-