ლობჯანიძემ სადებიუტო მატჩში გადამწყვეტი პენალტი გაიტანა და ტობოლი ფინალში გაიყვანა (ვიდეო)

ყაზახეთის სუპერთასის ნახევარფინალში, ელგუჯა ლობჯანიძემტობოლის” შემადგენლობაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და გამარჯვებაში გადამწყვეტი როლიც ითამაშა.

კოსტანაის კლუბის მეტოქე ალმაატისკაირატი” იყო. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ – 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი “ტობოლმა” 4:2 იმარჯვა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ზუსტად სწორედ ქართველმა ლეგიონერმა შეასრულა, რომელიც თამაშში მეორე ტაიმის სტარტზევე ჩაერთო და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

28 წლის თავდამსხმელი ბოლო ორ სეზონში ორ ყაზახურ კლუბში, “თარაზსა” (25 მატჩი, 8 გოლი, 2 საგოლე გადაცემა) და “კაისარში” (14 მატჩი, 9 გოლი, 1საგოლე გადაცემა) თამაშობდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის კლუბი ფინალში ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბ “ასტანას” დაუპირისპირდება.

ლობჯანიძემ სადებიუტო მატჩში გადამწყვეტი პენალტი გაიტანა და ტობოლი ფინალში გაიყვანა (ვიდეო) 1

ლობჯანიძემ სადებიუტო მატჩში გადამწყვეტი პენალტი გაიტანა და ტობოლი ფინალში გაიყვანა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-