ლოჩოშვილის ვოლფსბერგერმა ფეიენოორდი გაანადგურა

ევროპა ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში ლუკა ლოჩოშვილის “ვოლფსბერგერმა” სტუმრად “ფეიენოორდი” 1:4 დაამარცხა.

ქართველი მცველი კვლავ ავსტრიელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო. ლუკამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და გუნდის დაცვის ხაზში ის ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო.

შეგახსენებთ, რომ “ვოლფსბერგერმა” ევროპა ლიგის პირველ ტურში “ცსკა”-სთან ქულის აღება (1:1) მოახერხა.

ავსტრიელები ჯგუფში, რომელშიც “ცსკა”, “დინამო ზაგრები” და “ფეიენოორდი” არიან, 4 ქულით პირველ ადგილს იკავებენ.

ლოჩოშვილის ვოლფსბერგერმა ფეიენოორდი გაანადგურა

სტატიის ავტორი
-