ლუჩესკუმ დანიშვნიდან 4 დღეში დინამო კიევი დატოვა

მირჩა ლუჩესკუს კარიერა “დინამო კიევში” მხოლოდ 4 დღიანი გამოდგა. რუმინელმა სპეციალისტმა უკრაინული გუნდი დანიშვნიდან რამდენიმე დღეში დატოვა.

ლუჩესკუსა და “დინამო კიევს” შორის კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი გულშემატკივარი გახდა. როგორც მოგეხსენებათ, 74 წლის რუმინელი მრავალი წლის განმავლობაში კიეველთა მოსისხლე მტრის, დონეცკის “შახტარის” მთავარი მწვრთნელი იყო.

“დინამო კიევის” ფანები ბოიკოტსა და აქციებს აანონსებდნენ. საბოლოოდ, ქომაგებსა და კლუბის მფლობელ იგორ სურკისსთან მოლაპარაკების შემდეგ მირჩასთან კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყდა.

 

ლუჩესკუმ დანიშვნიდან 4 დღეში დინამო კიევი დატოვა

სტატიის ავტორი
-