ლუკა ზარანდია ავარიაში მოყვა

ბელგიაში დაბრუნებული ლუკა ზარანდია ავტოავარიაში მოყვა. საბედნიეროდ, ქართველ ფეხბურთელს დაზიანებები არ აქვს და ის თავს კარგად გრძნობს.

ინფორმაციას “ვარეგემი” ოფიციალურად გამოეხმაურა: “ვადასტურებთ, რომ გუშინ, კვირას, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის მონაწილე ომარ გოვეაა,” – კლუბმა განცხადებაში დაამატა, რომ საჭესთან მექსიკელი ფეხბურთელი იჯდა, ხოლო ზარანდია მანქანაში მასთან ერთად იმყოფებოდა.

ბელგიური მედია იტყობინება, რომ გოვეა ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მას არც მართვის მოწმობა გააჩნია.

 

ლუკა ზარანდია ავარიაში მოყვა

სტატიის ავტორი
-