ლუკა ზარანდიამ პოლონეთის ჩემპიონატში გაიტანა (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ, ლუკა ზარანდიამ პოლონეთის ჩემპიონატში ლაშა დვალის “პოგონს” გაუტანა.

ლუკამ მატჩის 35-ე წუთზე გამოიჩინა თავი და “არკა გდინია” წინ ანგარიშით 2:1 გაიყვანა. ტაიმის მიწურულს ზარანდიამ ყვითელი ბარათიც მიიღო.

აქვე შეგახსენებთ, რომ ლუკასთვის ეს გოლი ამ სეზონში მეორეა.

სტატიის ავტორი
-