მადრიდის რეალს თავდამსხმელი გამოაკლდა

მადრიდის “რეალის” პრობლემები გრძელდება. გუნდს თავდამსხმელი გამოაკლდა.

მადრიდელთა სერბი ახალწვეული, ლუკა იოვიჩი ტრავმირებულია. სერბმა ფეხბურთელმა დაზიანება პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო.

სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, იოვიჩი მომდევნო შეხვედრას, რომელიც მათ 10 სექტემბერს ლუქსემბურგის წინააღმდეგ აქვს გასამართი, გამოტოვებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეუერთდება ის “რეალს”.

ლუკა იოვიჩი მადრიდის “რეალს” გასულ სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა. ის ზინედინ ზიდანის მომზადებულ გუნდს 60 მილიონ ევროს სანაცვლოდ ფრანკფურტის “აინტრახტიდან” შეუერთდა.

მადრიდის რეალს თავდამსხმელი გამოაკლდა

სტატიის ავტორი
-