მაკარიძის შეძენა ლისაბონის სპორტინგს სურს

პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, გიორგი მაკარიძის შეძენა ლისაბონის “სპორტინგს” სურს.

29 წლის მეკარე კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. “სეტუბალის” მეკარემ მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა 8-ჯერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ მაკარიძის შეძენა რამდენიმე წლის წინ “ბრაგასაც” სურდა. მაშინ გიორგი “მორეირენსეში” თამაშობდა.

“სპორტინგი” პორტუგალიის ჩემპიონატში 17 ქულით მეოთხე ადგილზეა. ლისაბონური გუნდი ევროპა ლიგაზე ასპარეზობს.

მაკარიძის შეძენა ლისაბონის სპორტინგს სურს

სტატიის ავტორი
-