“მამარდაშვილი სარკეში კანისარესს ხედავს” – AS-ის ანალიტიკური სტატია ქართველი მეკარის შესახებ

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და რეიტინგული ესპანური სპორტული მედია-საშუალება as.com-ი საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ვრცელ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, სათაურით – “მამარდაშვილი სარკეში კანისარესს ხედავს”. 

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ “ვალენსიაში” ისტორიულად მეკარის პოზიციას ერთი კონკრეტული მოთამაშე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდა, რომელი ტრადიციაც ბოლო წლების განმავლობაში დაირღვა, 22 წლის ქართველ გოლკიპერს კი ახალი ეპოქის შექმნა შეუძლია. 

“მეკარე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში “ვალენსიას” კარში დგომაზე მთავარი უფლების ქონასთან ახლოს არის, გუშინ 22 წლის გახდა. მან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2027 წლამდე გაახანგრძლივა და გატუზოსთვის ეს საკითხი ეჭვებთან აღარაა დაკავშირებული.

“ვალენსიას” მეკარეობა, არის ის პოზიცია, რომელსაც ისტორიულად, ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში ერთი მფლობელი ჰყავდა. 1980 და 90-იანი წლების დასაწყისის განმავლობაში, თითქმის მთელი 10 წელი, თუ ოჩოტორენასგან 3 სეზონით შესვენებას არ ჩავთვლით, ამ პოზიციას სემპრე ფლობდა. შემდეგ იყო სუბისარეტა, რომელმაც ეს როლი 1990-იანი წლების შუა ხანებამდე მოირგო, ვიდრე გუნდში სანტიაგო კანისარესი არ მოვიდა და ბასკი სამსახურიდან არ გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა, რომ მას კონკურენცია რამდენიმე სეზონის განმავლობაში პალოპთან ჰქონდა, 2007/08 წლების სეზონამდე, ვიდრე მას რონალდუ კუმანი გუნდიდან არ გაუშვებდა, თავის პოზიციებს მყარად ინარჩუნებდა. არც მეტი და არც ნაკლები, 27 სეზონის განმავლობაში მხოლოდ ოთხი ძირითადი მეკარე – შავ-თეთრთა კარის ერთადერთი დარაჯი.

“მამარდაშვილი ბარსას და ატლეტიკოს შევთავაზე, მაგრამ დამცინეს” – მენეჯერი, რომელმაც ტრანსფერში მონაწილეობა მიიღო

თუმცა, მას შემდეგ, რაც კანისარესმა დატოვა “ვალენსიას” შემადგენლობა, არცერთ მეკარეს არ დშეუნარჩუნებია თავისი პოზიცია ორზე მეტი სეზონის განმავლობაში, თანაც ისე, რომ სტაბილურად სასტარტო თერთმეტეულის წევრი ყოფილიყო ამ უაღრესად საკამათო პოზიციაზე. მხოლოდ ნეტომ, 2017/18 და 2018/19 წლებში, ითამაშა 30-ზე მეტი მატჩი (33 და 34), ლიგაში, ზედიზედ ორ სეზონში. დიეგო ალვესი ასევე იყო მთავარი მეკარე ორ სეზონში: 2014/15 წლებში (37 მატჩი) და 2016/17 წლებში (33), მაგრამ ეს არ მომხდარა ზედიზედ, რადგან 2015-16 წლებში ის მძიმე ტრავმისგან გამოჯანმრთელებას ცდილობდა. გზად იყვნენ: ჰილდებრანდი, რენანი, სეზარი, გუაიტა, სილესენი და ხაუმე იყვნენ, რომლებმაც ყველაზე მეტი ითამაშეს “ვალენსიაში” სეზონების განმავლობაში, მაგრამ მათ არ შეუნარჩუნებიათ ადგილი ამ თანამდებობაზე.

ფაქტია, რომ “ვალენსიას” აქვს შესაძლებლობა დაუბრუნდეს იმას, რაც მათი ისტორიული მახასიათებელი იყო და ჰყავდეს ერთადერთი, გამოკვეთილი პირველი ნომერი, თუნდაც მას მაისურზე – 25 ეწეროს. და ამ შესაძლებლობას ჰქვია – გიორგი მამარდაშვილი, რომელიც გუშინ 22 წლის გახდა. საინტერესოა, რომ იმ ოთხი ისტორიული ფიგურიდან ერთ-ერთი, ვინც ამ პოზიციაზე ხანგრძლივად დაიმკვიდრა თავი, ოჩოტორენაა, მეკარეების მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს მას მიზნის მიღწევაში, რადგან ის მასთან ყოველდღიურად მუშაობს. ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ეს გარემოება კვლავ განმეორდეს.

მამარდაშვილი წინა სეზონში იყო ის მეკარე, რომელმაც ყველაზე მეტი – 18 მატჩი ჩაატარა, იმის მიუხედავად, რომ იქ რეალურად მეორე გუნდის წევრად მივიდა. სილესენმა ითამაშა 17-ჯერ, ხოლო ხაუმემ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, გატუზოსთვის ეს უდავო საკითხია. მას ლიგაში 540 წუთი აქვს ნათამაშები, რაც მთელს გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე, მან 2027 წლამდე მოქმედ კონტრაქტს მოაწერა ხელი და რაც მთავარია, ის დასამახსოვრებელ მატჩებს ატარებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას “მესტალიაზე” მოთამაშე კლუბში ეპოქის შექმნა შეუძლია”, – წერს as.com-ი.

შესანიშნავი მოგერიებების კოლაჟი, რომლითაც ლა ლიგამ მამარდაშვილს დაბადების დღე მიულოცა | VIDEO

ქართველმა ფეხბურთელმა, რომლის სატრანსფერო ფასიც Transfermarkt-ის მონაცემებით 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა, “ვალენსიას” მაისურით სულ 27 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაუშვა და 11-ჯერ კარი მშრალად შეინახა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ლა ლიგაში ჩატარებულ 6 მატჩში მამარდაშვილს 5 გოლი აქვს გაშვებული 2-ჯერ კი კარის მშრალად შენახვა შეძლო.

“მამარდაშვილი სარკეში კანისარესს ხედავს” – AS-ის ანალიტიკური სტატია ქართველი მეკარის შესახებ

სტატიის ავტორი
-