მამარდაშვილის ხელთათმანებით და კაშიას ბუცებით – გიორგი ლორიას ბარგი არ ჩამოუვიდა 

როგორც ამის შესახებ თავად საქართველოს ნაკრების მეკარე სოციალურ ქსელში წერს, გიორგი ლორიას ეროვნული გუნდის შეკრებაზე ჩამოსვლისას, კვიპროსიდან ფრენის შემდეგ, პირადი ბარგი არ ჩამოუვიდა.

Instagram-ის “სთორიში” 35 წლის გოლკიპერმა ეროვნული გუნდის ვარჯიშზე გადაღებული ფოტო განათავსა, რომელსაც შემდეგი წარწერა გაუკეთა: “ხელთათმანები გიორგი მამარდაშვილის, გურამ კაშიას ბუცები , როცა ბარგი არ ჩამოსულა”.

მამარდაშვილის ხელთათმანებით და კაშიას ბუცებით - გიორგი ლორიას ბარგი არ ჩამოუვიდა  1

გიორგი ლორიას “ჯვაროსნების” მაისურით 68 შეხვედრა აქვს ჩატარებული და აქედან 24-ჯერ მან კარი მშრალად შეინახა, საერთო ჯამში კი 77 გოლი გაუშვა.

“ჯვაროსნები” 9 ოქტომბერს, ბათუმში, ცენტრალურ სტადიონზე საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებენ, 12-ში კი კოსოვოს, პრიშტინაში ესტუმრება.

მამარდაშვილის ხელთათმანებით და კაშიას ბუცებით – გიორგი ლორიას ბარგი არ ჩამოუვიდა 

სტატიის ავტორი
-