მანჩესტერ სიტიმ ახალი სეზონისთვის საშინაო ფორმა წარადგინა (ფოტო)

პრემიერ ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა, “მანჩესტერ სიტიმ” ახალი სეზონისთვის საშინაო შეხვედრებში სათამაშო ფორმა წარადგინა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონის ეკიპირებას კვლავინდებურად გერმანული სპორტული კომპანია “პუმა” ამზადებს, რომლის დიზაინიც შემდეგნაირად გამოიყურება:


“ქალაქელების” ახალი მაისურის დიზაინი მთლიანად მათთვის ტრადიციულ ცისფერშია შექმნილი, შიდა მხარეს კი მაისურზე შემდეგი წარწერაა: 93:20, რაც სიმბოლურად იმ წუთს გამოხატავს, როცა 2011/12 წლების სეზონში, სერხიო აგუერომ “ქუინს პარკ რეინჯერსის” კარში გადამწყვეტი გოლის გატანა  და 21-ე საუკუნეში მანჩესტერული კლუბისთვის პირველი ჩემპიონობის მოპოვება მოახერხა.

წინა სეზონში, პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა პრემიერ ლიგაში 86 ქულა დააგროვა, უახლოეს მდევარ, თანაქალაქელ “მანჩესტერ იუნაიტედს” 14-ით გაასწრო და ინგლისის ჩემპიონატი ისტორიაში მეშვიდედ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის “ჩელსისთან” (0:1) დამარცხდა.

მანჩესტერ სიტიმ ახალი სეზონისთვის საშინაო ფორმა წარადგინა (ფოტო)

სტატიის ავტორი
-