მანჩესტერიდან წასულ ლუკაკუს 2020 წელს იმდენი გოლი აქვს გატანილი, რამდენიც მანჩესტერს

2020 წელი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. სერია ა-ში “ინტერი” ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო “მანჩესტერი” კი პრემიერ ლიგაში საევროტურნირო ზონაში არ არის.

“მანჩესტერ” იუნაიტედიდან წასულ რომელუ ლუკაკუს 2020 წელს 6 გოლი აქვს გატანილი: “ნაპოლისთან” – 2; “კალიარისთან” – 2 და “უდინეზესთან” – 2. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2020 წელს მთელ “მანჩესტერს” იმდენივე გოლი აქვს გატანილი რამდენიც მხოლოდ რომელუ ლუკაკუს.

ეს ფაქტიც კარგად ასახავს, თუ როგორ ასპარეზობს და როგორ ფორმაშია “მანჩესტერი”.

მანჩესტერიდან წასულ ლუკაკუს 2020 წელს იმდენი გოლი აქვს გატანილი, რამდენიც მანჩესტერს

სტატიის ავტორი
-