მანჩესტერმა ინტერს სუპერ შეთავაზება გაუკეთა

როგორც ჩანს, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ დაცვის პრობლემების მოგვარება საბოლოოდ გადაწყვიტა.

Transfermarketweb-ის ინფორმაციით, “წითელმა ეშმაკებმა” მილანის “ინტერს” სლოვაკი უკანახაზელის, მილან შკრინიარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო შეთავაზეს.

შეგახსენებთ, რომ შკრინიარს “იუნაიტედთან” გასულ ზაფხულშიც აკავშირებდნენ, თუმცა შეთანხმება მაშინ არ შედგა.

შკრინიარი “ინტერში” 2017 წელს “სამპდორიადან”, 25 მილიონ ევროდ გადავიდა და იტალიელებთან კონტრაქტი 2022-წლამდე აკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის სლოვაკი ცენტრალური მცველის აგენტმა, მიტალ ჰალისმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის შეძენა “რეალსა” და “ბარსელონასაც” სურთ.

მანჩესტერმა ინტერს სუპერ შეთავაზება გაუკეთა

სტატიის ავტორი
-