მანჩესტერმა ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა

ბრიტანული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედმა” დაკავებული თანამდებობიდან ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა. ცნობილია, რომ კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა გუნდს £24 მილიონი დაუჯდება.

მოურინიო დაკავებულ პოსტს გუნდში ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო დაემშვიდობა – “წითელმა ეშმაკებმა” სასტარტო 17 მატჩში უკვე ხუთ მატჩში იწვნიეს მარცხი და  ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 11 ქულით ჩამორჩებიან.

მოურინიო “მანჩესტერ იუნატედს” 2 წლის განმავლობაში წვრთნიდა და ამ პერიოდში მან ევროპა ლიგის, ინგლისის ლიგის თასი და სუპერთასის მოგება შეძლო.

ასევე იხილეთ: მოურინიო: “ლივერპულთან მარცხზე პასუხისმგებლობას ვიღებ”

 

მანჩესტერმა ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა

სტატიის ავტორი
-