როგორც მოგეხსენებათ “მანჩესტერ იუნაიტედი” “გუდისონ პარკზე” “ევერტონთან” 4:0 დამარცხდა. ამ გოლების წყალობით მანჩესტერელთა გაშვებული გოლების გრაფაში 48 დაფიქსირდა რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია 1992 წლიდან ანუ მას შემდეგ რაც პრემიერლიგა დაარსდა. აქამდე ანტირეკორდები 1999/2000 და 2001/2002 წლების სეზონს ეკუთვნოდა როცა “იუნაიტედს” ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა. ასევე 2014 წლის შემდეგ პირველად მოხდა როდესაც “მანჩესტერმა” 4 გოლი გაუშვა “დიდი ექვსის” მიღმა მყოფი გუნდისგან. მაშინ ლუის ვან გაალის გუნდი “ლესტერთან” 5:3 დამარცხდა,
![მანჩესტერმა საკლუბო ანტირეკორდი დააფიქსირა მანჩესტერმა საკლუბო ანტირეკორდი დააფიქსირა](https://old.belive.ge/wp-content/uploads/2019/04/Screen-Shot-2019-04-21-at-7.49.11-PM.png)