მანჩესტერს ახალი თავდამსხმელი ჰყავს – გამოცდილი აფრიკელი პრემიერლიგაში დაბრუნდა 

გამოცდილი აფრიკელი თავდამსხმელი ოდიონ იგალო პრემიერლიგაში დაბრუნდა.

30 წლის ფორვარდი, რომელიც წარსულში “უოტფორდის” მაისურს ირგებდა, ელიტარულ ევროპულ ლიგაში აზიიდან, კერძოდ კი “შანხაი შენხუადან” დაბრუნდა.

“წითელმა ეშმაკებმა” ნიგერიელი ფეხბურთელი ჩინური კლუბიდან ნახევარი სეზონით და გამოსყიდვის პირობით ინათხოვრეს.

ცნობილია ისიც, რომ იგალოს შეთავაზება “ტოტენჰემიდანაც” ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთელმა ბავშვობის საყვარელი კლუბი არჩია.

ფეხბურთელის ღირებულება თითქმის 7 მილიონი ევროა, მისი კონტრაქტი კი ძალაში 2021 წლამდეა.
წინა სეზონში, ფეხბურთელმა 19 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა.

ოუტფორდშიიგალომ 100 მატჩი ჩაატარა, 40 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მანჩესტერს ახალი თავდამსხმელი ჰყავს – გამოცდილი აფრიკელი პრემიერლიგაში დაბრუნდა 

სტატიის ავტორი
-