მანჩესტერში ლუკაკუს შემცვლელად 34 წლის ლორენტეს მოისაზრებენ

მედიაში დღეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. Sky Sports-ის იტალიური გამოცემის ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” ფერნანდო ლორენტეს დამატებით არის დაინტერესებული.

როგორც მოგეხსენებათ, გუნდის მთავარი ფორვარდი, რომელუ ლუკაკუ მშობლიური “ანდერლეხტის” ფორმით ვარჯიშისას შენიშნეს. მანამდე ბელგიელი ფეხბურთელისა და პაულო დიბალას შესაძლო გაცვლაზეც იწერებოდა, თუმცა “იუნაიტედმა” არგენტინელთან კონტრაქტის პირადი დეტალები ვერ შეათანხმა.

უნდა ითქვას, რომ “წითელ ეშმაკებს” ტრანსფერისთვის დიდი დრო აღარ დარჩათ. ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ხვალ 8 აგვისტოს სრულდება.

რაც შეეხება ფერნანდო ლორენტეს, ესპანელი თავდამსხმელი ბოლოს “ტოტენჰემში” თამაშობდა, ახლა კი თავისუფალი აგენტია. 34 წლის შემტევმა გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანა მოახერხა.

მანჩესტერში ლუკაკუს შემცვლელად 34 წლის ლორენტეს მოისაზრებენ

სტატიის ავტორი
-