მანჩინი იტალიის ნაკრების რეკორდსმენია 

რობერტო მაჩინიმ, რომელმაც შთამბეჭდავი ფორმაციის იტალიის ნაკრები დააყენა, “სკუადრა აძურა” ევროპის ჩემპიონატზე ხომ დააბრუნა და შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო გუნდის მწვრთნელიც გახდა.

იტალიის ეროვნულმა გუნდმა 10-დან 10 მატჩი მოიგო, ყველაზე მეტი 30 ქულა დააგროვა და გატანილ/გაშვებული ბურთების საუკეთესო მაჩვენებელიც დააფიქსირა – 37:4.

ეს ყველაფერი არ არის, სომხეთის ნაკრებთან გამანადგურებელი ანგარიშით (9:1) მოგების შემდეგ, მანჩინი იტალიის ნაკრების ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც მიჯრით 11 შეხვედრა მოიგო.

აქამდე რეკორდი ვიტორიო პოზოს ეკუთვნოდა, რომელმაც 1938 წელს იტალია მსოფლიო ჩემპიონი გახადა და ზედიზედ 9 მატჩის მოგება მოახერხა.

მანჩინი იტალიის ნაკრების რეკორდსმენია 

სტატიის ავტორი
-