“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა უარი თქვას სანჩოზე

“მანჩესტერ იუნატედი” მზადაა უარი თქვას “დორტმუნდის ბორუსიას” შემტევის, ჯეიდონ სანჩოს გაფორმებაზე.

ინგლისელებისთვის მთავარ პრობლემას ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება წარმოადგენს- გერმანული მხარე ჯეიდონ სანჩოს სანაცვლოდ 108 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვს.

“მანჩესტერ იუნაიტედს” კი ახალგაზრდა ფორვარდში 80 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტის გადახდა არ სურს.

ბუნდესლიგის 2019-20 წლის სეზონში ახალგაზრდა ინგლისელმა 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 17 გოლის გატანა შეძლო, დამატებით კი 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გოლი+პასის სისტემით სანჩოს მონაგარი 33 შედეგიან მოქმედებას უდრის, რაც 20 წლის ფეხბურთელისთვის ბრწყინვალე შედეგია.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა უარი თქვას სანჩოზე

სტატიის ავტორი
-