მარადონას ლეგენდარული მაისური 8,5 მილიონად გაიყიდა

დიეგო მარადონას მაისური აუქციონზე 8,5 მილიონ ევროდ გაიყიდა. ეს სპორტულ ატრიბუტში გადახდილი რეკორდული ოდენობის თანხაა.

საუბარი გვაქვს იმ მაისურზე, რომელიც არგენტინელ ლეგენდას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისთან 2:1 მოგებულ მატჩში ეცვა. აღნიშნულ თამაშში მარადონამ დუბლი შეასრულა.

მეოთხედფინალის 51-ე წუთზე დიეგომ გაიტანა გოლი, რომელზეც დღემდე არაერთი გულშემატკივარი საუბრობს. მან მეტოქის კარი ხელით აიღო, რაც მსაჯებისთვის შეუმჩნეველი დარჩა. შემდგომ, მარადონას ამ გოლს “ღმერთს ხელი” შეარქვეს.

მატჩის შემდეგ მარადონამ მაისური გაცვალა ინგლისელ ფეხბურთელ, სტივ ჰოჯთან, რომელიც მას 35 წლის განმავლობაში ინახავდა. მაისური აუქციონზე 4,98 მილიონ ევროდ გაიტანეს.

მარადონას ლეგენდარული მაისური 8,5 მილიონად გაიყიდა

სტატიის ავტორი
-