Marca-ს განცხადებით, ბარსელონამ დღეს მესის გარეშე მოიგო

რამდენიმე წუთის წინ კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი დასრულდა.

კატალონიის “ბარსელონამ” სტუმრად “რეალი” 3:0 დაამარცხა, რითაც ორთამაშიან დუელში 4:1 გაიმარჯვა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა.

აღნიშნული თამაში გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ – Marca-მ შეაფასა. სტატიაში ნათქვამია, რომ “ბარსამ” “ელ კლასიკოში” კვლავ მესის გარეშე მოიგო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ამ გუნდების პირველი შეხვედრა კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა – 5:1. მაშინ ლეო თავის გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.

Marca-ს განცხადებით, ბარსელონამ დღეს მესის გარეშე მოიგო

სტატიის ავტორი
-