2022 წლის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს, მაროკოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
საქართველოს ნაკრები: გიორგი მამარდაშვილი – საბა კვირკველია, გურამ კაშია (კ), ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, გიორგი წიტაიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, დავით ვოლკოვი.
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია – გიორგი გოჩოლეიშვილი. ~