რამდენიმე წუთის წინ დასრულა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩები, სადაც იტალიის ქალთა ნაკრები 0:1 დაამარცხა ბრაზილიის ქალთა ნაკრებთან. მატჩის ერთადერთი გოლი მარტას ანგარიშზეა.
ეს გოლი მსოფლიო ფეხბურთის უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ გოლის წყალობით მარტა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში (ქალებშიც და კაცებშიც) პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მე-17 გოლი გაიტანა.
იტალიასთან გატანილი გოლის შედეგა, მარტამ მიროსლავ კლოზე (16) და რონალდო (15) ჩამოიტოვა.
შეგახსენებთ, რომ მარტას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული (ოქროს ბურთი) 6-ჯერ აქვს მოგებული.