მარტის მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

მარტის სანაკრებო პაუზის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში დაწინაურდა.

საქართველოს ეროვნული გუნდი ერთი საფეხურით დაწინაურდა და 85-ე პოზიციას იკავებს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვილი სანიოლის გუნდმა ბიოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებს – 1:0 სძლია, ხოლო ალბანეთთან უგოლო ფრე (0:0) ითამაშა. ორივე შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გამართა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს უკეთესი შედეგი არ ჰქონია. ასევე, 2021 წელს ეროვნულმა გუნდმა ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგი 85-ე ადგილზე დაასრულა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 5 ივნისს, უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის 2022/23 წლების სეზონის გათამაშების პირველი ტურის ეგიდით, თბილისში, “დინამო არენაზე”, გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს.

 

მარტის მატჩების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

სტატიის ავტორი
-