მატჩის დღე: როგორი სტატისტიკა აქვს საქართველოს შვეიცარიასთან?

დღეს საქართცელოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს სახლში, შვეიცარიასთან გამართავს.

აღნიშნული გუნდები ისტორიის მანძილზე ერთმანეთს მესამედ უპირისპირდებიან.

ორივე შეხვედრა ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა. სტუმრად ჩატარებულ მატჩში ქართველები 4:1 დამარცხდნენ, თბილისში კი შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა – 0:0.

ცნობისთვის, მაშინ საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის ჯგუფი 7 ქულით ბოლო ადგილზე დაასრულა.

მატჩის დღე: როგორი სტატისტიკა აქვს საქართველოს შვეიცარიასთან?

სტატიის ავტორი
-