“მბაპეს აჩქარება და მესის მარცხენა” – ინსტაგრამზე წიტაიშვილის გოლი გაიხსენეს (ვიდეო)

საფეხბურთო გვერდმა Wave.tv-მ, რომელსაც 3.2 მილიონი გამომწერი ჰყავს, Instagram-ზე გიორგი წიტაიშვილის ბრწყინვალე გოლი გაიხსენა.

წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ტურნირის ფინალში, სამხრეთ კორეის კარში ბოლო წუთზე გაიტანა.

წიტაიშვილმა ბურთი საკუთარ მოედანზე მიიღო, დაახლოებით 60 მ გაირბინა, გვერდი სამ მეტოქეს აუარა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

წიტაიშვილის შესანიშნავ გოლს თან ასეთი კომენტარი ერთვის: “მბაპეს აჩქარება და მესის მარცხენა”.

 

View this post on Instagram

 

Pace of Mbappé, left foot of Messi (via @fifaworldcup @footballwave)

A post shared by WAVE Sports \\: (@wave.tv) on

წიტაიშვილი კიევის “დინამოს” აკადემიის ასაკობრივ გუნდებში ირიცხებოდა, მიმდინარე სეზონში კი უმაღლეს ლიგაში ერთი შეხვედრის ჩატარებაც მოახერხა.

“მბაპეს აჩქარება და მესის მარცხენა” – ინსტაგრამზე წიტაიშვილის გოლი გაიხსენეს (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-