ნიდარლენდების ეროვნული ნაკრებისა და “ლივერპულის” ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დაიკი ტრავმირებულია.
31 წლის მცველმა ტრავმა პრემიერ ლიგის მე-19 ტურში მიიღო, რის გამოც პირველი ტაიმის შემდეგ შესვენებაზევე შეცვალეს. საბოლოოდ ის მატჩი “ლივერპულმა” “ბრენტფორდის” წინააღმდეგ 1:3 დათმო.
მერსესაიდული გუნდის ინფორმაციიით, ვირჯილ ვან დაიკმა ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც რამდენიმე კვირის (მინიმუმ 2-3) გამოტოვება მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვან დაიკის გარდა, ტრავმის გამო “ლივერპულს” შემდეგი ფეხბურთელები ვერ ეხმარებიან: არტური, ლუის დიასი, ჟოტა, ფირმინო, ჰენდერსონი და მილნერი.
“ლივერპული” შემდეგ მატჩს FA თასზე, 8 იანვარს, “ვულვზის” წინააღმდეგ გამართავს.