მეორე ტიტული: გეგა დიასამიძემ წელი სუპერთასის მოგებით დაიწყო 

3 მარტს ბელარუსის სუპერთასის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სოლიგორსკის “შახტიორმა” ბორისოვის “ბატეს” დაძაბულ ბრძოლაში აჯობა და მორიგ ტიტულს დაეუფლა.

ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანი 59-ე წუთზე დატოვა, “შახტიორის” ქართველმა ნახევარმცველმა, გეგა დიასამიძემ.

შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული არ გამოვლინდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც დიასამიძის გუნდმა ვიცე-ჩემპიონ “ბატეს” (5:4) აჯობა და სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიპოვა.

ეს “დინამო თბილისის”, “ლოკომოტივისა” და “საბურთალოს” ყოფილი ფეხბურთელისთვის ბელარუსში მოპოვებული მეორე ტიტულია – 2020 წელს ის “შატხიორს” ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა.

მეორე ტიტული: გეგა დიასამიძემ წელი სუპერთასის მოგებით დაიწყო 

სტატიის ავტორი
-