ანტუან გრიზმანი მესამე ბავშვის მამა გახდა

კატალონიის “ბარსელონასა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი – ანტუან გრიზმანი მამა გახდა, მას მესამე შვილი შეეძინა.

ამ ფაქტში ყველაზე საინტერესო არის ის, რომ მისი სამივე შვილი 8 აპრილს არის დაბადებული. პირველი შვილი 2016 წელს, მეორე შვილი 2019 წელს და მესამე შვილი კი მას დღეს, 2021 წლის 8 აპრილს შეეძინა.

 

ანტუან გრიზმანი მესამე ბავშვის მამა გახდა

სტატიის ავტორი
-