მესი ინსტაგრამზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

ლიონელ მესისა და წლევანდელი კოპა ამერიკის დრამა უკვე ყველასთვის კარგადაა ცნობილი, მესამე ადგილისათვის მატჩში ჩილესთან გაძევების გამო ლეომ ორგანიზატორები და ოფიციალური პირები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, ამის შემდეგ კი ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა სადაც ვკითხულობთ:

” ჩვენ ტურნირს ვტოვებთ, თუმცა ვტოვებთ ისე რომ თავები მაღლა გვაქვს და ის შეგრძნება გაგვაჩნია რომ ფეხბურთი ამჟამად არ იყო სამართლიანი ჩვენს მიმართ. ჩვენ ბრაზილიაზე მაღლა ვიდექით და ფინალიც ჩვენ უნდა გვეთამაშა. მაგრამ ვფიქრობ მომავალს იმედის თვალით უნდა შევხედოთ, რადგან ამ ნაკრებში დიდი პოტენციალია და მათ უბრალოდ ცოტა დრო უნდა მივცეთ” – განაცხადა მესიმ

მესი ინსტაგრამზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

სტატიის ავტორი
-