მესის ბრწყინვალე სტატისტიკა მიმდინარე სეზონში – ის ისევ ლიდერია

ლეო მესი მიმდინარე სეზონში ევროპის მასშტაბით საუკეთესო მეგოლე და ასისტენტია.

გუშინ არგენტინელმა “რაიოსთან” მოგებულ მატჩში (3:1) გოლსა და ასისტს მოუყარა თავი.

ლეო ლა ლიგის ბომბარდირთა დავაში 26 გოლით ერთპიროვნული ლიდერია, მე-2 ადგილოსან სუარესს კი 9 გოლით უსწრებს – 17.

საერთო ჯამში, მესი 26 ბურთით საუკეთესო მეგოლე, ხოლო 12 ასისტით საუკეთესო ასისტენტია ევროპის შიდა ჩემპიონატებში.

მესის ბრწყინვალე სტატისტიკა მიმდინარე სეზონში – ის ისევ ლიდერია

სტატიის ავტორი
-