მეტოქე, რომელსაც პირველად ვხვდებით: საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი მიმდინარე წელს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

საქართველოს ეროვნული გუნდი 6 ივნისს, ნიდერლანდების ნაკლებს დაუპირისპირდება. საინტერესოა, რომ აღნიშნულ მეტოქეს “ჯვაროსნები” ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ნიდერლანდებში, “ტვენტეს” სტადიონზე, ენსხედეში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ვილი სანიოლის გუნდი შემდეგ შეხვედრას 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ, სტუმრად, ამხანაგურად გამართავს.

მეტოქე, რომელსაც პირველად ვხვდებით: საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

სტატიის ავტორი
-