მიხაელ ბალაკს სიმსივნე დაუდგინდა

გერმანული მედია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ყოფილ ფეხბურთელ მიხაელ ბალაკს ზურგის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა.

43 წლის გერმანელს დაავადება ორგანიზმში ადრეულ ეტაპზე აღმოუჩინეს, რამაც მდგომარეობა შედარებით შეამსუბუქა. Bild-ის ცნობით, მიხაელს ერთი ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ ბალაკი კარიერაში წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად 3-ჯერ დასახელდა. “ბაიერნთან” და “ჩელსისთან” მან ბუნდესლიგის ტიტულებისა და პრემიერლიგის მოგება მოახერხა.

მიხაელ ბალაკს სიმსივნე დაუდგინდა

სტატიის ავტორი
-