მილანმა 21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

იტალიური ფეხბურთის გრანდმა, “მილანმა” “ფლამენგოდან” ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიძინა.

ლუკას პაკეტა “მილანში” 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 21 წლის ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებენ და მას მომავალ კაკასაც კი უწოდებენ.

ახალგაზრდა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა სეზონში “ფლამენგოს” მაისური 32-ჯერ მოირგო და 10 ბურთის გატანა შეძლო, რასაც  საგოლე გადაცემა დაუმატა.

ლუკას პაკეტა ბრაზილიის ნაკრების წევრადაც მოიაზრება.

მილანმა 21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

სტატიის ავტორი
-