მილანს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდს “მილანს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ჯენარო გატუზოს გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს პოსტი ვაკანტური იყო, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მილანის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით “როსონერის” მარკო ჯამპაოლო გაწვრთნის.

ჯამპაოლო გასულ სეზონში “სამპდორიას” წვრთნიდა და მისი გუნდი სერია ა-ს გათამაშებაში 9-ე ადგილზე გავიდა, მანამდე იტალიელი სპეციალისტი მთელ რიგ იტალიურ გუნდებს წვრთნიდა და უნდა აღინიშნოს რომ “მილანი” მისთვის პირველი გრანდია.

სერია ა-ს 2018/2019 წლების გათამაშება “მილანმა” მეხუთე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მხოლოდ 1 ქულა დააკლდა, რაც შემდგომში ჯენარო გატუზოს გათავისუფლების მიზეზიც გახდა.

მილანს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

სტატიის ავტორი
-