მილინკოვიჩ-სავიჩმა მანჩესტერთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

“მანჩესტერ იუნაიტედი” აქტიურად ცდილობს “ლაციოს” ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის გადაბირებას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერბი ფეხბურთელის აგენტი მოსალაპარაკებლად ინგლისში იმყოფება. “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ლაციოსთან” სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. Daily Mail-ის ინფორმაციით კი, ინგლისელებმა სერბთან კონტრაქტი შეათანხმეს და წელიწადში 6 მილიონ ფუნტს სთავაზობენ.

“წითელი ეშმაკები” სერბი ნახევარმცველის შეძენას მეორე ზაფხულია ცდილობენ. მილინკოვიჩ-სავიჩი პოლ პოგბას შემცვლელად სახელდება, რომელიც შესაძლოა მადრიდის “რეალში” გადაბარგდეს.

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის თავის რიგებში ხილვა “ჩელსისაც” სურს.

მილინკოვიჩ-სავიჩი “ლაციოში” 2015 წლიდან თამაშობს. 163 თამაშში 31 ბურთი გაიტანა.

 

მილინკოვიჩ-სავიჩმა მანჩესტერთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

სტატიის ავტორი
-