მოისე კინის მომავალი ცნობილია?!

19 წლის იტალიელი თავდამსხმელი, მოისე კინი დიდი ალბათობით პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი – “ევერტონში” ითამაშებს.

მხარეებს შორის ორმხრივი მოლაპარაკება მიმდინარეობს და მოისე კინს “ევერტონში” ოფიციალურ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად მხოლოდ მცირე დეტალები აშორებს. როგორც Sky sport italia ავრცელებს, 19 წლის იტალიელის მომავალი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

“ევერტონი” მოისე კინში €40 მილიონ ევროს იხდის.

მოისე კინის მომავალი ცნობილია?!

სტატიის ავტორი
-