მოლდოვის ჩემპიონი შერიფი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

დღეს მოლდოვურმა ფეხბურთმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ქვეყნის ჩემპიონი, ტირასპოლის “შერიფი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

იური ვერნიდუბის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად “დინამო ზაგრების” წინააღმდეგ დაფიქსირებული ფრის (0:0) შემდეგ, ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გავიდა. “შერიფს” შინ პირველი თამაში 3:0 ჰქონდა მოგებული, ორი მატჩის ჯამში კი მოლდოველებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ ტირასპოლის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის UEFA-სგან 15 მილიონ ევროს მიიღებს.

მოლდოვის ჩემპიონი შერიფი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს

სტატიის ავტორი
-