მორიგი ამხანაგური: საქართველოს ნაკრები 2021 წელს კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2021 წელს კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

15 ნოემბერს, ეროვნული საფეხბურთო გუნდი საშინაო კედლებში უზბეკეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით, 18:00 საათზე დაიწყება.

იქამდე, “ჯვაროსნები” მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი, მერვე ტურის შეხვედრას ბათუმში, “ბათუმი არენაზე” უმასპინძლებენ და შვედეთს დაუპირისპირდებიან. მუნდიალის შესარჩევ ჯგუფში ვილი სანიოლის გუნდს 1 ფრისა და 1 გამარჯვების მეშვეობით, 4 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მეოთხე პოზიციას იკავებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გაიმართება უზბეკეთის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა. 15 ნოემბერს, ბათუმში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისელ თანატოლებს ამხანაგურ შეხვედრაში უნდა უმასპინძლოს, ასე რომ, შესაძლოა მთავარი საფეხბურთო გუნდის მატჩი თბილისში გაიმართოს.

 

მორიგი ამხანაგური: საქართველოს ნაკრები 2021 წელს კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს

სტატიის ავტორი
-