მორიგი ქართველი ლა ლიგაში – გიორგი გაგუა ალავესთან ერთად ვარჯიშობს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი გაგუამ, რომელიც ესპანეთის ლა ლიგის ბინადარი “ალავესის” ახალგაზრდულ შემადგენლობაში ირიცხება, მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და Twitter-ში ქართველი ფეხბურთელის ფოტოც გამოაქვეყნა.

20 წლის ცენტრალური თავდამსხმელი “დინამო თბილისის” აკადემიის აღზრდილი გახლავთ, მოგვიანებით კი თბილისის “მერანის” ახლგაზრდულ აკადემიაშიც თამაშობდა. 2020 წლის 1 სექტემბრიდან გაგუა “ალავესში” ირიცხება და უმეტესად B გუნდთან ერთად ვარჯიშობს. 2021 წლის ზაფხულში, სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, გაგუამ მთავარი გუნდის შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩებში ითამაშა და გოლების გატანაც მოახერხა.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Giorgi Gagua (@ggagu11)

მორიგი ქართველი ლა ლიგაში – გიორგი გაგუა ალავესთან ერთად ვარჯიშობს

სტატიის ავტორი
-