მოულოდნელი ტრანსფერი – ოქრიაშვილის ახალი გუნდი ცნობილია

თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას კვიპროსულ “აპოელ”-ში გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ქართველმა ფეხბურთელმა კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თორნიკე “აპოელ”-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ “აპოელ”-ში “ანორთოსისიდან” კიდევ ერთი ქართველი – გიორგი ქვილითაია გადავიდა. ოქრიაშვილის მსგავსად, 27 წლის ფორვარდმაც ყველაზე ტიტულოვან კვიპროსულ გუნდთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“აპოელს” გასული სეზონი წარუმატებელი გამოუვიდა – გუნდმა ჩემპიონატში მერვე პოზიცია დაიკავა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

მოულოდნელი ტრანსფერი – ოქრიაშვილის ახალი გუნდი ცნობილია

სტატიის ავტორი
-