მოურინიო ბენზემაზე: “მისთვის ოქროს ბურთი არაფერს არ ნიშნავს…”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა და ამჟამად “რომას” მწვრთნელმა – ჟოზე მოურინიომ კარიმ ბენზემას ოქროს ბურთის მოპოვება მიულოცა და მასზე ისაუბრა.

“კარიმი ფანტასტიკური ბიჭია, იგი შესანიშნავი პიროვნებაა, ის გუნდური მოთამაშეა. ბენზემა არ არის შეპყრობილი საკუთარი თავით, ოქროს ბურთით ან მეტი გოლის გატანით, ვიდრე A, B ან C მოთამაშეები. ის გუნდის/გუნდური მოთამაშეა, რომელიც საკუთარი გუნდისთვის იმდენად ბევრს აკეთებს, რომ ოქროს ბურთი ბუნებრივი და ლოგიკური შედეგია. ვფიქრობ, რომ ის გუნდისთვის შეპყრობილი ბიჭია.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ბენზემაზე გუნდურ ფეხბურთელთან არასდროს მიმუშავია”.

მოურინიო ბენზემაზე: "მისთვის ოქროს ბურთი არაფერს არ ნიშნავს..." 1

ჟოზე მოურინიო და კარიმ ბენზემა ერთად “სამეფო კლუბში” სამი სეზონის განმავლობაში, 2010-2013 წლებში მუშაობდნენ.

მოურინიო ბენზემაზე: “მისთვის ოქროს ბურთი არაფერს არ ნიშნავს…”

სტატიის ავტორი
-