მოურინიოს ემოციური პასუხი: “შობის დღეს ჩემი ძაღლი მოკვდა”

დღეს “ბოქსინგ დეია”. პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩში “ტოტენჰემმა” შინ “ბრაიტონი” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა.

როგორც მოგეხსენებათ, ქრისტიანული სამყაროს დიდმა ნაწილმა შობა გუშინ, 25 დეკემბერს აღნიშნა.

ჟურნალისტებმა “ტოტენჰემისა” და “ბრაიტონის” შეხვედრის დაწყებამდე ლონდონელთა მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ჰკითხეს, თუ როგორ გაატარა მან შობა, პორტუგალიელი სპეციალისტის პასუხი კი ძალიან ემოციური გამოდგა: “სამწუხაროდ, გუშინ ჩემი ძაღლი მოკვდა, ის ჩემი ოჯახის წევრი იყო. ძალიან რთულია, მაგრამ ცხოვრება გრძელდება,” – თქვა მოურინიომ.

მოურინიოს ემოციური პასუხი: "შობის დღეს ჩემი ძაღლი მოკვდა" 1

მოურინიოს ემოციური პასუხი: “შობის დღეს ჩემი ძაღლი მოკვდა”

სტატიის ავტორი
-