მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა – ჯგუფები ცნობილია

1 აპრილს, დოჰაში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა – იმის მიუხედავად, რომ ჯერ ფინალური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილი არ არის და 32-დან მხოლოდ 29 გუნდს აქვს მუნდიალის საგზური გაფორმებული.

32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდა, რომლებიც მანამდე 4 სხვადასხვა კალათაში, რეიტინგის მიხედვით იყვნენ განთესილები. გამონაკლისი მხოლოდ ყატარია, რომელიც მასპინძლის სტატუსის გამო პირველ კალათაშია განთესილი. 


2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპები


A ჯგუფი: ყატარი; ეკვადორი; სენეგალი; ნიდერლანდები


B ჯგუფი: ინგლისი; ირანი; აშშ; EUROPEAN PLAY-OFF


C ჯგუფი: არგენტინა; საუდის არაბეთი ; მექსიკა; პოლონეთი


D ჯგუფი: საფრანგეთი; IC PLAY – OFF 1; დანია; ტუნისი


E ჯგუფი: ესპანეთი; IC PLAY-OFF 2; გერმანია; იაპონია


F ჯგუფი: ბელგია; კანადა; მაროკო; ხორვატია


G ჯგუფი: ბრაზილია; სერბეთი; შვეიცარია; კამერუნი


H ჯგუფი: პორტუგალია; განა; ურუგვაი; სამხ. კორეა


მსოფლიო ჩემპიონატს ყატარი – ეკვადორის მატჩი გახსნის.

მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა – ჯგუფები ცნობილია

სტატიის ავტორი
-